Warning: mysql_fetch_object(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/prof/public_html/includes/database_classes/mysql.class.php on line 67
სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები - კურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 21 მარტს იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, რომელიც გაგრძელდება 11 აპრილის ჩათვლით.


კურსი

ეროვნული სამოსის სპეციალისტი

ეროვნული სამოსის სპეციალისტის პროფესიული კვალიფიკაცია განეკუთვნება დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების სფეროს, ქართული ნაციონალური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის - ქართული ჩაცმულობის - შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების საქმეს ემსახურება. ეროვნული სამოსის სპეციალობა მოიცავს ქართული ნაციონალური კოსტუმის კერვის ტექნოლოგიური პროცესებისა და კანონზომიერებების ერთობლიობას, საქართველოს ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ და სოციალურმა დაყოფამ განაპირობა ქართული ჩაცმულობის ნაირსახეობა, რისი დასტურიცაა ისტორიული წყაროები, მხატვრული ლიტერატურა, ძველი ფრესკები და ტილოები, ხელნაწერებში დაცული მინიატურები, სამუზეუმო ექსპონატები, შინამრეწველობისა და წლების მანძილზე ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა, რაც ეროვნული სამოსის ძველი ტრადიციების მიხედვით კერვისა და ქარგვის ტექნოლოგიების შესწავლის, აღდგენისა და თანამედროვეობასთან ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა .
ეროვნული სამოსის სპეციალისტის პროფესიულ კვალიფიკაციას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი ხელს უწყობს ძველი ქართული ტრადიციული კოსტუმის კერვისა და ქარგვის ტექნოლოგიების აღდგენა - განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან სინთეზში და, ამავე დროს, ეროვნული სპეციფიკის მქონე თანამედროვე სამოსის შექმნის წინაპირობას ქმნის.
 

კოლეჯები