33 33 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება

საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

მისამართი: ქ. თბილისი,0114, რუსთავის გზატკეცილი N18-22
ტელეფონი: +995 32 2 40-34-40; +995
ელ-ფოსტა: info@sba.edu.ge
ვებ-საიტი: www.sba.edu.ge

კოლეჯის შესახებ

საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA ახორციელებს მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს. SBA თვითონ არის ამ მიმართულების პროფესიული სტანდარტების უმეტესობის ინიციატორი და შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამები ყველაზე სრულყოფილია შეთავაზებული სპეციალობებისათვის. სასწავლო პროგრამები შექმნილია მომავალი დამსაქმებლების მონაწილეობით. სპეციალობის მასწავლებელთა უმეტესობაც მომავალი დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი პროფესიული პრაქტიკების გავლას. ეს ყველაფერი ქმნის კურსდამთავრებულის წარმატებული დასაქმების წინაპირობას.

აკადემიის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბიბლიოთეკო ფონდი, სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები მთლიანად მორგებულია შესაბამისი პროგრამების სწავლებაზე, რაც იძლევა მაღალი დონის პროფესიონალების მომზადების გარანტიას. სასწავლო ჯგუფებში სტუდენტების რაოდენობა მცირეა, რათა შეიქმნას რეალური სასწავლო გარემო. სადაც თითოეული სტუდენტი მიიღებს განსაკუთრებულ ყურადღებას.


მასწავლებლები და პერსონალი ყოველთვის მზად არის საკმარისი დრო დაუთმონ თითოეული სტუდენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური მეცადინეობების ორგანიზების ჩათვლით.

აკადემიაში უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიას რეკომენდაციებით სასწავლო და მეთოდურ სფეროში. საბჭოს წევრები ასევე უზრუნველყოფენ კონტაქტების დამყარებას უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებთან.


SBA საზოგადოებას სთავაზობს პროფესიული გადამზადების და სასერთიფიკატო მოკლევადიან პროგრამებსაც, რაც დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს სასწავლო გარემოს და მიიღოს სიახლეები საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებით,შეიცვალოს კვალიფიკაცია ან მოითხოვოს არაფორმალური განათლების აღიარება.პროგრამებზე სწავლის საფასური გაწეული მომსახურეობის ადეკვატურია, ხოლო გადახდის პირობები - მოქნილი. თითოეულ პროგრამაში გათვალისწინებულია უცხო ენის და საოფისე პროგრამების სავალდებულო, გაძიელერებული სწავლება და განსკუთრებული ყურადღება ექცევა ტრანსფერული უნარების განვითარებას.


SBA თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლებელია. სწავლებისას გამოიყენება   ინტერნეტი, კომპიუტერები, მონიტორები, პროექტორები, on-line სასწავლო პროგრამები.

სტუდენტური ცხოვრება მდიდარი და მრავალფეროვანია. ქართველი და უცხოელი სტუდენტები მონაწილეობენ დაწესებულების მართვაში და მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებულნი. აკადემია სტუდენტებს უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტით.

პროგრამები

საბაჟო დეკლარანტი (მეორე საფეხური)
საბაჟო ბროკერი (მესამე საფეხური)
საბაჟო ბროკერი (მეოთხე საფეხური)
საბაჟო ბროკერი (მეხუთე საფეხური)
საბაჟო ბროკერი (ინგლისურენოვანი) (მესამე საფეხური)
ოფისის მენეჯერი (მესამე საფეხური)
ოფისის მენეჯერი (ინგლისურენოვანი) (მესამე საფეხური)
აუდიტორის ასისტენტი (მესამე საფეხური)
სადაზღვევო აგენტი (მესამე საფეხური)
ბიზნესის მართვა (მეოთხე საფეხური)
ბანკის ოპერატორი (მეხუთე საფეხური)